„მესი ბარსაში ბრუნდება? რას წერს GolDigital?

{cat-tag id="1-100" sub="yes"}
„მესი ბარსაში ბრუნდება? რას წერს GolDigital?
04-11-2024
110
Aa

„ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი, შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაბრუნდეს „ბარსელონაში“. ამის შესახებ ინფორმაცია GolDigital-ის მიერ გავრცელდა.


მესის ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბერს იწურება. გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ, მესი შეიძლება „ინტერ მაიამის“ დატოვოს და როგორც თავისუფალი აგენტი, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, რათა თავის კარიერაში უკანასკნელ Mundial-ისთვის უფრო კარგად მოემზადოს. იმ დროს, ლიონელი უკვე 39 წლის იქნება.


GolDigital-ის წყაროს ინფორმაციით, ასეთი ვარიანტი პირადად კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და კლუბში 2004-2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა.


გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ.


მესის დაბრუნება „ბარსელონაში“ იქნება ემოციური და ისტორიული მომენტი, რომელიც შეიძლება დამატებითი აქტუალობა მოიტანოს როგორც კლუბისთვის, ისე ფეხბურთისთვის, ხოლო გულშემატკივრებისთვის – დიდი სიხარული

FACEBOOK კომენტარები