გიორგი მამარდაშვილსა და ელენე ეპიტაშვილს ოჯახში ახალი წევრი შეემატათ – მათ პატარა გოგონა, ენი, შეეძინათ.
ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ერთნაირი ქურთუკებით მივიდნენ. ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ აღნიშნული ქურთუკი ფრანგული ბრენდის LOUIS VUITTON-ის კოლექციიდანაა.
UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოკრივე ავთანდილ ხურციძის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც ის მერაბ დვალიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ბრძოლა სურს. ამასთან, ვიდეოში ავთანდილ ხურციძე ამბობს, ის მერაბ დვალიშვილს გათიშავს და კისერს მოსტეხს.
"სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა.