“ჩემი პროგნოზია რომ უკრაინა 1:0-ს გაიმარჯვებს”- უკრაინელი მწვრთნელის განცხადება

{cat-tag id="1-100" sub="yes"}
“ჩემი პროგნოზია რომ უკრაინა 1:0-ს გაიმარჯვებს”- უკრაინელი მწვრთნელის განცხადება
14-11-2024
51
Aa

უკრაინის 73 წლის გამოცდილი მწვრთნელი, მირონ მარკევიჩი, პროგნოზს აკეთებს 16 ნოემბერს, ერთა ლიგის მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მარკევიჩმა აღნიშნა:


"საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრშია, თუმცა ჩვენ ალბანელების მაგალითი უნდა გავიმეოროთ, რომლებმაც წინა ტურში ქართველი მეტოქე სტუმრად დაამარცხეს.


რატომ არ უნდა გვქონდეს კარგი შედეგის იმედი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინელები ქართველებსა და ალბანელებს შემსრულებლების მხრივ სჯობნიან.


მნიშვნელოვანი იქნება სერგეი რებროვის არჩევანი. ვნახოთ, რა ტაქტიკას გამოიყენებს ის და როგორ გაუმკლავდება ეფიმ კონოპლია მასპინძელთა ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას.


ჩემი პროგნოზია, რომ უკრაინის ნაკრები 1:0-ს გაიმარჯვებს," – ციტირებს მარკევიჩის სიტყვებს Sport.ua.


შეგახსენებთ, საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი 16 ნოემბერს, ბათუმში, 21:00 საათზე გაიმართება

FACEBOOK კომენტარები