ქართველი ძიუდოისტი ჩემპიონი გახდა

{cat-tag id="1-100" sub="yes"}
ქართველი ძიუდოისტი ჩემპიონი გახდა
07-11-2024
42
Aa

ლას-ვეგასში მიმდინარე ძიუდოს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა, ალექსი დავითაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ფინალში მან მონღოლი მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მერვედ გახდა პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი რვაგზის ფალავანია ქართულ ჭიდაობაშიც.


7 ნოემბერს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა უკვე მოიპოვა 10 მედალი: ოთხი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს


ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ალექსი დავითაშვილი, გივი ნადარეიშვილი, ლაშა ტაველური და დევიკო გობეჯიშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ პაატა მერებაშვილი, ლაშა მიქაბერიძე და გიგლა ალიბეგაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ავთანდილ ბოგვერაძე, დავიდ უძილაური და გიგლა წიფიანი

FACEBOOK კომენტარები