4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ და ორივე ჟორჟმა შეაგდო, რაც ამას ნიშნავს" - ზივზივაძე

{cat-tag id="1-100" sub="yes"}
4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ და ორივე ჟორჟმა შეაგდო, რაც ამას ნიშნავს" - ზივზივაძე
20-11-2024
1 463
Aa

ოქტომბერ-ნოემბრის სანაკრებო შესვენებებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა, ორივე გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. ეს შედეგი აშკარად მიუთითებს მომენტების რეალიზაციის სირთულეზე, რაც ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, აღნიშნულ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ამ 4 თამაშში 2 გოლი გავიტანეთ, ორივე ჩვენმა ბომბარდირმა (მიქაუტაძემ) გაიტანა და რა თქმა უნდა მომენტების რეალიზებაზეც სამუშაო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი იმუშავებს ამ კომპონენტზე და საკუთარ თავზე."

ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით შესანიშნავ ფორმაშია. მან 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის შესაძლებლობებს. ნაკრებშიც, მომდევნო მატჩებისთვის, სწორედ მისნაირი ფეხბურთელების უკეთესი ჩართულობა იქნება საჭირო, რომ რეალიზაციის პრობლემა გადალახოს გუნდმა

FACEBOOK კომენტარები