„ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი… არ მინდა, პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე“ – მერაბ დვალიშვილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეზე დუმილს არღვევს

{cat-tag id="1-100" sub="yes"}
„ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი… არ მინდა, პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე“ –  მერაბ დვალიშვილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეზე დუმილს არღვევს
05-11-2024
2 594
Aa

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოკრივე ავთანდილ ხურციძის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც ის მერაბ დვალიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ბრძოლა სურს. ამასთან, ვიდეოში ავთანდილ ხურციძე ამბობს, ის მერაბ დვალიშვილს გათიშავს და კისერს მოსტეხს.

„მეგობრებო, რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს „ტიკ-ტოკ“ ვიდეომიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…

ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!

მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს!

მას სჭირდება სერიოზული დახმარება.

მე არ მინდა, ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მით უმეტეს, სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.

მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

FACEBOOK კომენტარები