„ვილი სანიოლის სამი შეცვლა: ვინ არ იქნება შემადგენლობაში ნოემბრის მატჩებისთვის?“

{cat-tag id="1-100" sub="yes"}
„ვილი სანიოლის სამი შეცვლა: ვინ არ იქნება შემადგენლობაში ნოემბრის მატჩებისთვის?“
08-11-2024
1 687
Aa

ნოემბერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ჯერ თბილისში უმასპინძლებს უკრაინას, შემდეგ კი გასვლით მატჩში დაუპირისპირდება ჩეხეთის ნაკრებს.

ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, უკვე გამოაქვეყნა სრული შემადგენლობა, რომელშიც შედარებით ოქტომბრის სიასთან სამი ცვლილებაა.

სამწვრთნელო შტაბმა ორი მატჩისთვის ნიკა კვეკვესკირს, ანზორ მექვაბიშვილს და საბა ლობჟანიძეს უხმო, ხოლო განაცხადს მიღმა დატოვეს სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი და გიორგი გულიაშვილი.

ნიკა კვეკვესკირს გასულ თვეს საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის მინდორზე კვლავ აქტიურად გამოდის, ამიტომაც სანიოლმა მას ნდობა გამოუცხადა. ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებული იყო, თუმცა ახლა მზადაა და საყრდენ ზონაში დამატებითი ძალა აუცილებელია. საბა ლობჟანიძის დაბრუნებას კი დიდი მოლოდინით ელოდნენ, რადგან ამერიკის ლიგაში შესანიშნავად გამოიყურება და მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ მიანიჭა მას ნდობა.

საინტერესოა, რომ საქართველო უკრაინას 16 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო ჩეხეთთან მატჩი 19 ნოემბერს, სტუმრად გაიმართება

FACEBOOK კომენტარები