“ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული ჰქონდა მოჭმული” – როგორ დაარბია “ჩაქუჩამ” კოლუმბიელთა ბანდა » SportMix.Ge - სპორტის სამყარო !
  • ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    საზოგადოება“ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული ჰქონდა მოჭმული” – როგორ დაარბია “ჩაქუჩამ” კოლუმბიელთა ბანდა


    ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით, 2017 წლის 8 ივნისს ნიუ იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. “ჩაქუჩა” ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება. რატომ უწოდებს ავთანდილ ხურციძე საქართველოს მთავრობას “მოღალატეს”, რამდენ კოლუმბიელს მოსცხო “ბებერი მუშტი” და როგორ “გააშავა” საპატიმრო ფერადკანიანებთან გადაღებული ფოტოთი, ამის შესახებ “კვირის პალიტრა” წერს.
    “დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით!
    არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნებისა და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული”, – აცხადებს ავთანდილ ხურციძე.
    მისი თქმით, ბრალდების მიხედვით, მაქსიმუმ ხუთი წელი ეკუთვნოდა.
    “ბრალდების მიხედვით, მაქსიმუმ ხუთი წელი მეკუთვნოდა… ეს ყველაფერი ჩემს დასაშინებლად და დასაჩაგრად მოხდა. დაკავებიდან, თითქმის, მეორე წლისთავზე ისევ შემომთავაზეს ბრალის აღიარება და ქვეყნიდან დეპორტი, მაგრამ იგივე ვუთხარი – მზად ვარ, ციხეში მოვკვდე, მაგრამ ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ-მეთქი! იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას. მე კი ვითხოვ “დანაშაულის” მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს… თავად განსაჯეთ, სამართლიანია თუ არა ხუთი წლის დამატება ჩხუბისთვის, რომლის გამოც თავად საპატიმროს ადმინისტრაციამ მხოლოდ ერთი თვით სპეციალურ საკანში ჩასმით დამსაჯა? იმ ჩხუბში არავინ მომკვდარა და, ჩემ მეტი, არც საავადმყოფოში წაუყვანიათ ვინმე. გავაპროტესტე კიდეც და სასამართლო თავიდან განიხილავს ჩხუბის ეპიზოდს. ლიტრზე მეტი სისხლი დავკარგე, მაგრამ ესეც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს – ხურციძე ციხეშიც დაეხმარა შულაიას, იქ დანაც იყო და სისხლის გუბეცო, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, ვისი დანა იყო და ვისი სისხლის გუბე…როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია. ერთი მოლდოველი ბიჭი იყო, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად – “მამაო” და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით – საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. საშხაპეში სულ სამი განყოფილებაა და 15 კაცი ერთდროულად როგორ ბანაობდით-მეთქი “, – აღნიშნავს ხურციძე.

    3 995

    15-04-2019, 00:37

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.