18 წლის თბილისელი გოგონა, რომლის ცხოვრება ერთმა უბრალო ოპერაციამ ტრაგედიად აქცია, ის უკვე მეორე წელია კომაშია… – რას ამბობს გოგონას დედა… (ფოტოები) » SportMix.Ge - სპორტის სამყარო !
  • ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    საზოგადოება18 წლის თბილისელი გოგონა, რომლის ცხოვრება ერთმა უბრალო ოპერაციამ ტრაგედიად აქცია, ის უკვე მეორე წელია კომაშია… – რას ამბობს გოგონას დედა… (ფოტოები)



    18 წლის ხა­ტია თვა­უ­რი, რო­მელ­საც ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­უ­კე­თეს, უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კო­მა­შია.
    გო­გო­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და დღემ­დე იქ იმ­ყო­ფე­ბა. „პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან“ ხა­ტი­ას დედა, თეო სი­და­მო­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ინ­ფექ­ცია ალაგ­და, მგრძნო­ბე­ლო­ბა­მაც მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა გო­გო­ნა კვლავ კო­მა­შია. 
    „ეს იყო ოპე­რა­ცი­ის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, ძი­რი­თა­დად უფრო ანეს­თე­ზი­ო­ლო­გის შეც­დო­მა. ხა­ტია ისე გა­იყ­ვა­ნეს ოპე­რა­ცი­ა­ზე, რომ არა­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი არ ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი და რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ა­ზე გაგ­ყავს პა­ცი­ენ­ტი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ასაკს, წი­ნას­წარ გა­მოკ­ვლე­უ­ლი უნდა იყოს ნორ­მა­ლუ­რად.
    საფ­რან­გეთ­ში ხა­ტი­ას გა­უ­კე­თეს ოპე­რა­ცია – ზონ­დი მოხ­სნეს ცხვი­რი­დან და გა­და­უ­ტა­ნეს კუჭ­ში – ჩვე­უ­ლებ­რივ, ნარ­კო­ზით გა­უ­კე­თეს. ოპე­რა­ცი­ა­ზე რომ გაჰ­ყავ­დათ, უამ­რა­ვი ფურ­ცე­ლი შე­მავ­სე­ბი­ნეს, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი გა­მოგ­ვკი­თხეს, ვინ­მეს რამე პრობ­ლე­მა თუ გვქო­ნია.
    პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მომ­ხდარ­ზე არის ექი­მი, ვინც მი­ი­ღო, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ექთა­ნი, ისი­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი,“ – აღ­ნიშ­ნავს სი­და­მო­ნი­ძე.
    მისი თქმით, პირ­ვე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს თა­ვად ფა­რავ­და, შემ­დეგ კი და­ზღვე­ვა გა­უ­კე­თეს.
    „სა­ბო­ლო­ოდ, აქაც ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა…“, – ამ­ბობს პა­ცი­ენ­ტის დედა.


    3 564

    13-04-2019, 01:11

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.