საზარელი შემთხვევა გურიაში - აიძულებდნენ ბავშვი, ან მისი ორგანოები დიდ ფულზე გაეყიდა » SportMix.Ge - სპორტის სამყარო !
  • ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    საზოგადოებასაზარელი შემთხვევა გურიაში - აიძულებდნენ ბავშვი, ან მისი ორგანოები დიდ ფულზე გაეყიდა


    (რეზონანსი) „სოლიდარობის სახლის" დამფუძნებელი თამარ ლომიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
    „ჯერ ბათუმის, შემდეგ თბილისის ქუჩებში გურიის ერთ-ერთ სოფლიდან თვეზე მეტი იწანწალა სამშობიაროდ გამზადებულმა გოგონამ. ღამით, ხისგან გამოთლილ სკამებს ერთმანეთს მიადგამდა და ასე ეძინა გახრიოკებულ ალაგას. ჯერ არ დაბადებული, უკანასკნელი თეთრებით ნაყიდი ჩვილის ტანისამოსი ერთ პაწუკა პარკში რუდუნებით ჩაელაგებინა, ხელის ჩანთაში კი პირადი ნივთები, დამსხვრეული მობილური ტელეფონი, 7 ლარი და ჩხარა-ჩხურები ეყარა.
    ოჯახის წევრებისა და ზნედაცემული ადამიანების ბრბოს გამოექცა. აიძულებდნენ ან მუცელში მოეკლა უკანონოდ ჩასახული შვილი, ან ბავშვი ან მისი ორგანოები დიდ ფულზე გაეყიდა და ასე გამდიდრებულიყო! გოგონამ იბრძოლა, ყოველგვარ დამცირებას, დაცინვას, მუქარას, შიმშილს, შეურაცხყოფას გაუძლო და შვილის გადასარჩენად დედაქალაქში გამოიქცა!
    ოჯახის, ნათესავებისა და საზოგადოებისგან უარყოფილი, შერცხვენილი, ოთხი ნაძირალა ბიჭისგან გაუპატიურებული გოგო, გააფრთებული იბრძოდა ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის! ისნის სკვერში მოხეტიალე უცხო გოგო, იქვე მაცხოვრებლებმა მალევე შეამჩნიეს. ფეხმძიმეს გამოკითხეს, რა იყო მისი ქუჩაში ყოფნის მიზეზი. მას არ დაუმალავს და თავზარდამცემი ისტორია გაუმხილა.
    შეშფოთებული მეზობლები გოგონას დახმარებისთვის გზებს ეძებდნენ. გამოიძახეს პატრული და სასწრაფო დახმარება, რომ თავშესაფარში ან სამშობიაროში გადაეყვანათ. შეშინებულმა გოგომ სასტიკი უარი განაცხადა და ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა თავისი პოზიცია. მოსახლეობა საგონებელში ჩავარდა, ვისთვის მიემართათ აღარ იცოდნენ, არადა, გენოკოლოგის პროგნოზით, ერთ დღეში ბავშვი უნდა დაბადებულიყო. სწორედ ამ დროს, მოქალაქეებმა დაუკავშირდნენ ,,სოლიდარობის სახლს" და სთხოვეს პატრონაჟი გაეწია მშობიარესათვის. სატელეფონო საუბრის შემდეგ გოგონა დათანხმდა ,,სოლიდარობის სახლისთვის" შეეფარებინა თავი. მაშინვე, ააიპ ,,სათნო ხელმა" გოგონა დაასაჩუქრა, დააპურა. ის ღამე კი ,,სოლიდარობის სახლის" დირექტორის სახლში გაატარა. ქუჩაში ნახეტიალები, მოწესრიგდა და თითქმის მთელი ღამე თავისი ბედკრული ისტორიის მოყოლაში გაატარა. დილით კი, მუცელში ბავშვმა წრიალი დაიწყო...
    სასწრაფო დახმარების საშუალებით გადავიყვანეთ სამშობიაროში. მალე, საკეისრო კვეთით დაიბადა საოცრება, ულამაზესი და უსაყვარლესი - ადა! ადას დაბადება იყო სასწაული და მინდა ამ სასწაულის ისოტორია იცოდეთ,
    სიკეთე არის ის ძალა, რომელსაც მხოლოდ ღმერთი მართავს!"
    წყარო: SABAVSHVO.INFO

    4 692

    13-04-2019, 01:08

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.