მე-9 პლეი ოფი კარიერაში - რა შანსი აქვს ზაზას დეტროიტს იანისის მილუოკისთან » SportMix.Ge - სპორტის სამყარო !
  • ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    კალათბურთმე-9 პლეი ოფი კარიერაში - რა შანსი აქვს ზაზას დეტროიტს იანისის მილუოკისთან


    NBA-ს 2018/19 წლების რეგულარული სეზონი დასრულებულია - ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილით შევიდა და პლეი ოფის I წრეში ქართველის ყოფილ გუნდ მილუოკი ბაკსს ხვდება. 

    ბუნებრივია, აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული მილუოკი ამ დაპირისპირების აშკარა ფავორიტია. ამ გუნდმა რეგულარულში ყველაზე მეტი, 60 თამაში მოიგო. რაც დიდწილად, იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა. 
    sportschatplace.com-ის ანალიზის მიხედვით, ბაკსს 5 პოზიციიდან 4-ზე აქვს უპირატესობა (მათ შორის ცენტრზეც, რაც ცოტა საკამათოა). ერთადერთი მსროლელის პოზიციაზე მალკოლმ ბროგდონის ტრავმის გამო, უპირატესობა დეტროიტს აქვს. 

    ფაჩულიას პლეი ოფში იანისთან დაპირისპირება მოუწევს
    სათადარიგოთა სკამის შედარებამაც მილუოკის უპირატესობა გამოავლინა: "პისტონს ჰყავს სკამის ისეთი მოთამაშეები, რომლებიც რეალურად ეხმარებიან გუნდს - გალოვეი, სმითი, კენარდი, მეიკერი და ფაჩულია. ეს არის კარგი ნაზავი მსროლელების, ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელებისა და გამოცდილი მოთამაშეების. მაგრამ, დეტროიტისთვის სამწუხაროდ, ბაკსის სათადარიგოთა სკამი ღრმაა - ჰილი, უილსონი, სტერლინგი, ილიასოვა, ფრეიზერი და სნელი. იმდენად დაბალანსებული გუნდია, რომ ხშირად იანისის დასვენებასაც უპრობლემოდ ახერხებს", - წერს sportschatplace.com. 
    sportschatplace.com-ის დასკვნა: მილუოკი მოიგებს 5 თამაშში. 
    წაიკითხე | სეზონის მთავარი საკალათბურთო მატჩების წინ - ვინ ვინ არის პლეი ოფში
    წაიკითხე | სეზონის მთავარი საკალათბურთო მატჩების წინ - ვინ ვინ არის პლეი ოფში
    მიუხედავ იმისა, რომ ამ სეზონში მილუოკიმ ოთხივე დაპირისპირება მოიგო, გუნდებს ერთმანეთში იანვრის მერე არ უთამაშიათ. დეტროიტი კი ახლა უკეთეს ფორმაშია და ბაკსს ბროგდონი ჰყავს ტრავმირებული. 

    44

    12-04-2019, 14:29

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.