მესიმ შემოწმება გაიარა - ლეოს მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება » SportMix.Ge - სპორტის სამყარო !
  • ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    ფეხბურთმესიმ შემოწმება გაიარა - ლეოს მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება


    დღეს, 11 აპრილს, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:0) გამართულ პირველ 1/4 ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

    აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

    ზემოთნახსენები გამოცემის თანახმად, მიუხედავად სახეზე არსებული გემატომისა, არგენტინელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. 

    მესი კატალონიელთა უახლოეს მატჩში თამაშს შეძლებს - "ბარსა" ლა ლიგის 32-ე ტურის ეგიდით, 13 აპრილს, "უესკას" დაუპირისპირდება.

    შეგახსენებთ, ლეოს დაზიანება "ეშმაკუნების" მცველმა, კრის სმოლინგმა მიაყენა. მანიკუნიანელთა ფეხბურთელმა არგენტინელს ცხვირი გაუტეხა და ქუთუთო გაუხეთქა. მიუხედავად დაზიანებისა, 31 წლის სუპერვარსკვლავმა ბოლომდე ითამაშა.

    24

    12-04-2019, 14:12

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.