• ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    ფეხბურთზედიზედ მეხუთედ, რეალი ევროპული ფეხბურთის სათავეშია



    გასულ სეზონში უტიტულოდ ყოფნის მიუხედავად, მადრიდის რეალი უეფას რეიტინგში პირველ ადგილს მაინც არ თმობს. ესპანელები სათავეში ზედიზედ მეხუთე წელია არიან.
    საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
    1. მადრიდის რეალი – 146 ათასი ქულა;
    2. ბარსელონა – 138 ათასი;
    3. ბაიერნი – 128 ათასი;
    4. ატლეტიკო – 127 ათასი;
    5. იუვენტუსი – 124 ათასი;
    6. სიტი – 106 ათასი;
    7. სევილია – 104 ათასი;
    8. პარი სენ-ჟერმენი – 103 ათასი;
    9. არსენალი – 101 ათასი;
    10. პორტუ – 93 ათასი.
    „სამეფო კლუბმა“ გასული სეზონის შემდეგ, მხოლოდ 19 ათასი ქულა დაიმატა, ხოლო ბარსელონას 30 ათასი ერგო. 
    შეგახსენებთ, რომ კოეფიციენტი გუნდის მიერ უკანასკნელ 5 წელიწადში ევროსარბიელზე ნაჩვენები შედეგით განისაზღვრება. სიიდან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ უკანასკნელ წლებში, გასული სეზონის ჩაგდების მიუხედავად, დომინანტები ესპანური კლუბები არიან. ჩემპიონობის მიუხედავად, ლივერპულს მხოლოდ 29 ათასი ქულა დაემატა და მე-11 პოზიციას იკავებს, ხოლო პორტუს 2 ათასით ჩამორჩება. 
    საფეხბურთო ასოციაციების მიხედვით, ესპანეთს 103,569 ქულა აქვს, რომელსაც ინგლისი 85,462 ქულით მოჰყვება. მესამე პოზიციას იტალია (73,725 ქულა) იკავებს. 



    3 720

    15-05-2019, 12:31

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.