• ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    ფეხბურთრეალისთვის დატვირთული კვირა იწყება



    მადრიდის რეალში დატვირთული კვირა იწყება. ესპანელები ერთბაშად სამი ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდებიან. მათი მიზანი, ედენ აზარის, ლუკა იოვიჩისა და ფერლან მენდის ტრანსფერის უახლოეს დღეებში დასრულებაა.
    დიდია ალბათობა, რომ სამივე მათგანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, არდადეგებს მადრიდის რეალის ფეხბურთელის რანგში შეხვდეს და კლუბში 8 ივლისს, სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნდნენ.
    ფანებისთვის ყველაზე სასურველი შენაძენი ედენ აზარი იქნება, რომლის დადასტურებასაც პირველს ელოდებიან. ოფიციალურად არაფერი გარკვეულა, თუმცა, მადრიდის რეალის და ჩელსის საუბრები წინ მიიწევს. Marca–ს ცნობით, მოლაპარაკებები 120 მილიონ ევროზე მიმდინარეობს, მაგრამ ესპანელებს მისი შემცირება სურთ. მათივე მტკიცებით, რაიმე გაუთვალისწინებლის შემთხვევაში, ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება. 
    მენდის ტრანსფერიც დასრულების პირასაა. რეალის წარმომადგენლებს ლიონში შეხვედრები ჰქონდათ და ყველაფრის დასრულებამდე მცირე დეტალებია დარჩენილი.



    11 775

    14-05-2019, 12:10

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.