• ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    ფეხბურთრისკმა არ გაამართლა, კეინი ბურთს 26-ჯერ შეეხო



    ]ტოტენჰემის თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ ტრავმამოშუშებული ჰარი კეინი ძირითადში დააყენა, რაც გაუმართლებელი აღმოჩნდა. ინგლისელმა საერთოდ ვერ ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა ლივერპულთან 0:2 წააგო.
    ლონდონელთა ათიანმა ტრავმა ახლახან მოიშუშა და მოედანზე 9 აპრილის შემდეგ, პირველად გამოჩნდა. დაბრუნება კი, წარუმატებელი გამოვიდა. მოედანზე, ფაქტობრივად, არ ჩანდა და ბურთს მხოლოდ 26-ჯერ შეეხო.
    შეხვედრის დაწყებამდე პოჩეტინომ განაცხადა, რომ დაზუსტებით არ იცოდა კეინი სასტარტოში თუ იქნებოდა. როგორც ჩანს, არგენტინელმა გარისკა, მაგრამ არ გაამართლა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე წუთიდან ვინც ითამაშა, ბურთს ყველა კეინზე მეტჯერ შეეხო.
    კეინის ასეთი მდგომარეობა, შესაძლოა, ინგლისის ნაკრებისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდეს. ერთა ლიგის ნახევარფინალში მათი მეტოქე ჰოლანდია იქნება. 


    10 560

    13-05-2019, 18:04

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.