• ჩვენს შესახებ
  • დაკავშირება
  • რეკლამა
  • სტატისტიკა
  • წესები
  • შემოგვიერთდით

    ცხრილები

    რეკლამა

    ფეხბურთიოვიჩი:„ბენზემასგან ბევრს ვისწავლი“



    ლუკა იოვიჩმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა. ახალწვეული სამეფო კლუბში მოხვედრით ძალიან ბედნიერია...
    „ჰალა მადრიდ! ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსურს, რომ ძალიან კარგად ვითამაშო და პირველივე სეზონში შესანიშნავი შედეგები მქონდეს.“

    „მადრიდის „რეალის“ მაისურის ხელში წერა ძალიან დიდი პატივია. ჩემი პირველი დღე „ბლანკოსში“ ძალიან დიდი ემოციებით იყო დატვირთული. ვამაყობ, რომ უდიდესი კლუბის ნაწილი ვარ.“

    „რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა აგენტი ინტენსიურ მოლაპარაკებებს „რეალთან“ აწარმოებდა. მსურდა, რომ მხოლოდ „მერენგების“ შემოთავაზება განმეხილა.“

    „უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „რეალი“ 13 თასს ფლობს, მაგრამ მსურს, რომ მუზეუმს რაც შეიძლება მალე შევმატოთ მე-14 თასი.“

    „ბუნდესლიგაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და არაერთი ისტორიული რეკორდი დავამყარე, რამაც უფრო გამაძლიერა და კიდევ უფრო მოტივირებული გამხადა. ვეცდები, რომ კიდევ უფრო დიდი პროგრესი ვაჩვენო. გამოცდილება ფასდაუდებელი რამ არის, „რეალში“ თამაში კი ამ მხრივ საოცრებაა.“

    „მსურს, რომ სეზონი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ქომაგებს ვეტყოდი, რომ ყველა მატჩში ვეცდები მაქსიმუმი გავიღო და კლუბს დავეხმარო.“

    „ბენზემასთან კონკურენცია? ადრეც ვთქვი. როდესაც ფრანგი „რეალში“ გადავიდა, მე მხოლოდ 11 წლის ვიყავი. კარიმს უდიდესი გამოცდილება აქვს, მისი მონაწილეობით უამრავი დაპირისპირება მინახავს. ვეცდები, „9“-იანისგან ბევრი რამ ვისწავლო. შიში ნამდვილად არ მაქვს, მე ჩემი მოვალეობები მექნება.“



    2 702

    8-05-2019, 14:38

    Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
    Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.